მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსი საფეხბურთო კლუბის შეძენას გეგმავს

5dc933ae1b759
მიხეილ ხაჩიძე
12.11.19 00:24
2235
Amazon-ის ბოსი ჯეფ ბეზოსი ამერიკული ფეხბურთის უმაღლესი ლიგით (NFL) არის დაინტერესებული და ამ ბიზნესში ჩაბმას აპირებს. CBS-ის ცნობით, 55 წლის მილიარდერი რამდენიმე საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ლიგის ფარგლებში დიდი მხარდაჭერაც აქვს.



CBS-ის ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსს ამ დროისთვის ფავორიტი კლუბები უკვე შერჩეული აქვს, მას Seattle Seahawks-ს და Denver Broncos-ს მოსწონს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამჟამად არცერთი გუნდი არ იყიდება. მაგრამ ვარაუდობენ, რომ Seattle Seahawks-ის მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, კლუბმა შესაძლოა, ახალი მფლობელის ძიება დაიწყოს.



შეგახსენებთ, ამერიკული Forbes-ის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ, შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში ჯეფ ბეზოსი პირველ ადგილზეა. ძვირად ღირებული განქორწინების მიუხედავად, Amazon-ის დამფუძნებელი 114 მილიარდ დოლარს ფლობს.