მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსმა $1.7 მილიარდის Amazon-ის აქციები გაყიდა

5e3bc5d291083
ნათია თაქთაქიშვილი
06.02.20 19:10
977
როგორც გავლენიანი გამოცემა Forbes-ი წერს, ცნობილმა მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა ონლაინ რეთეილერი კომპანია Amazon-ის აქციები 1,74 მილიარდ დოლარად გაყიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადასახადების გადახდის შემდეგ, ბეზოსს მოგების სახით 1,3 მილიარდი დოლარი დარჩება.

რა გახდა აქციების გაყიდვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ როგორც წესი ბეზოსი ყოველ წელს დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციებს ყიდის. გასულ წლებში მედიასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ თანხებს კომპანია Blue Origin-ის ფონდში მიმართავს. Blue Origin-ი ბეზოსის კოსმოსური საძიებო კომპანიაა.

დღეისათვის ბეზოსის ქონება 125,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.