მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯერჯერობით პროგნოზის ფარგლებში მივდივართ, სწრაფი ეპიდაფეთქება არ გვაქვს – გამყრელიძე

5e7733c24d0c0
დავით ჯალაღონია
22.03.20 13:36
1329
"სამ კვირაზე მეტია, რაც ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ამას ვპროგნოზირებდით, რომ ზრდა გვექნებოდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჯერჯერობით იმ პროგნოზის ფარგლებში მივდივართ, რაც განსაზღვრული იყო ჩვენი ერთ–ერთი სცენარით, რომ  სერიოზული, სწრაფი ეპიდაფეთქება არ ფიქსირდება საქართველოში.

ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფომ გამოაცხადა, ხელს შეუწყობს იმას, რომ ეპიდემიის ფართომასშტაბიანი პრევენცია ვაწარმოოთ ქვეყანაში.

უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და მთავარი არის სოციალური დისტანცირება", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აქვე, ჟურნალისტებს მიმართა, რომ მასთან კომენტარის ჩაწერისას, მათ ეს დისტანცია დაიცვან.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ეს წესები, რაც შეკრების შეზღუდვას და სოციალურ დისტანცირებას უკავშირდება, ეხება ყველას, მათ შორის, მრევლს, რომელიც წირვა–ლოცვას ესწრება