მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვამ გაამართლა - ამირან გამყრელიძე

645f4c2aa115d
ინგა მურუსიძე
13.05.23 15:11
683
NCDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ გაამართლა. „ანალიტიკაში“ სტუმრობისას მან თქვა, რომ ჯანდაცვის უნივერსალობა ჯანმოს ნომერ პირველი პრიორიტეტია.

„რა თქმა უნდა უნივერსალურმა ჯანდაცვამ გაამართლა. ჯანდაცვის პოლიტიკაში უნივერსალიზმი დღეს არის ყველაზე უფრო ფართოდ მიღებული ცნება. ჯანმოს ნომერ პირველი პრიორიტეტი ახლა არის უნივერსალიზმი, ანუ საყოველთაობა - რასაც ჩვენ ვთარგმნით საყოველთაო ჯანდაცვად, გამოწვევა იყო პანდემია, შემდეგია ალბათ კლიმატის ცვლილებები და ა.შ. უნივერსალიზმი ნომერ პირველი პრირორიტეტია, ამიტომ კარგია, რომ ჩვენი ქვეყანა გადავიდა ამ პრინციპზე 2013 წელს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წამყვანის კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო 2022 წელს ბევრი მიმართულებით ისეთი რეფორმების გატარება, რომელთა ნაწილის საფუძველი შესაძლოა იყოს ეს უნივერსალიზმი, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ბაზისურ სერვისებზე ქვეყანაში ხეელმისაწვდომობა ნამდვილად არის.

“ეს[საყოველთაო ჯანდაცვა] დაიწყო და ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი “ქართული ოცნების ეს გახლდათ, რომ ის შემოიღებდა საყოველთაო ხელმისაწვდომობას, იმ ფარგლებში, რისი შესაძლებლობაც აქვს სახელმწიფოს. უნივერსალიზმი ნიშნავს საყოველთაო ხელმისაწვდომობა ქვეყანაში დადგენილ ბაზისურ სერვისებზე. ეს ბაზისური პაკეტი ყველა ქვეყანას აქვს ინდივიდუალური, ჩვენ ვერ გვექნება ისეთი პაკეტი, როგორიც აქვს გერმანიას, საფრანგეთს, ან ბრიტანეთს, რადგან ისინი ჯანდაცვაზე ერთ სულ მოსახლეზე ხარჯავენ 3-4 ათას დოლარს, ჩვენ ვვხარჯავთ 120-130 დოლარის ფარგლებში სახელმწიფო დანახარჯს, ხოლო ჯამურად 300 დოლარამდე”, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბაზისური პაკეტი ყოველწლიურად უნდა ფართოვდებოდეს, ბიუჯეტი სულ მზარდი უნდა იყოს და ის ეს უნდა იყოს მილიარდზე მეტი. აქვე ის დასძენს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ჯანდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად გაზარდოს.

გამყრელიძე ამბობს, რომ საყოველტაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად შეიცვალა ჯანმრთელობის მახასიათებლებიც, კერძოდ, კოვიდის მიღმა გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სერიოზულად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, შემცირდა ტუბეკურლოზი, შიდსი, ინფექციური დაავადებები. თუმცა აქვე ის ამბობს, რომ “სერიოზულად გვიჭირს არაგადამდებ დაავადაბებეში”.

„საყოველთაობამ ბევრი რამ გააკეთა არაგადამდებ დაავადებებში, ხელმისაწვდომი გახდა გულზე ოპერაციები, სახსრების ოპერაციები და ა.შ.“, - ამბობს გამყრელიძე.

შეგახსენებთ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 10 წლისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები