მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"NCDC ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული და პროამერიკული დაწესებულებაა" - ამირან გამყრელიძე

ncdc

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ NCDC-ის თანამშრომლებს ყველაზე უკეთ ესმით ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების პროცესში.

როგორც მან „საქმიან დილასთან“ საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვაში დაფინანსებული პროექტების 75% აშშ-დან მოდის. მხოლოდ 2017 წლამდე მათ მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 700$ მლნ-ს სცდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეად"-ის დაფინანსებით 2015 წლიდან ხორციელდებოდა.

„NCDC არის ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული და პროამერიკული დაწესებულებაა, რომელთა 90% თუ 99%-მა კარგად იცის, რას ნიშნავს ეს თანამშრომლობა. იგივე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გახლავთ ჩვენი საქართველოს პასპორტი საერთაშორისო ასპარეზზე, ერთადერთი პროგრამაა მთელს ქართულ მედიცინაში, სადაც საქართველო წარმოდგენილია როგორც გლობალური მოთამაშე, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ გიწევენ ანგარიშს ყველგან. საქართველოში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრი ჰეპატიტების ელიმინაციაში, ანუ “ჭკუას გეკითხებიან,“ აქ ჩამოდიან ტრეინინგებზე ცენტრალური აზიის, მოლდოვის, უკრაინის წარმომადგენლები და ა.შ.

საქართველოში დაფუძნებულია ამერიკის CDC-ის რეგიონალური ოფისი, ანუ სხვადასხვა ქვეყნებს შორის მათ საქართველო შეარჩიეს, ეს ყველაფერი თუ დაიკარგა... მე რომ მეწყინება ეგ არაფერი, მაგრამ ქვეყანას დააკლდება.“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები