მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში" - ამირან გამყრელიძე გიორგი ჩახუნაშვილს სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს

იმუნოლოგი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გასული წლის 9 ოქტომბერს, დაკავებულ ექიმს გიორგი ჩახუნაშვილს სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს.

ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გასული წლის ამ დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა გოგი ჩახუნაშვილს, რომელიც საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წევრია.

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ქართული სასამართლო ულმობელია.

"ეს პოსტი დავწერე შარშან ოქტომბერში. ნამდვილად არ მეგონა თუ გამოჩენილ ექიმსა და ცნობილი სამედიცინო დინასტიის წარმომადგენელის, მასთან ერთად გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა შორის რთული ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობებითაც არიან, ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო. რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციასყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოყვება, ფიზიკის კანონია. ხომ შეგვიძლია დავასრულოთ საზოგადოების ასეთი დაყოფა ჩვენიანებებად და არაჩვენიანებად, ხომ ყველას გვინდა უკეთესი და ევროპული საქართველო. ამაზე საუბრობდნენ და ასწავლიდნენ მუდამ გოგი და მისი დიდი ოჯახის წევრები, რომლებმაც ექიმთა და მეცნიერთა თაობები გაზარდეს და ზრდიან. რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობებს ამ ქმედებით. სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს", - წერა ამირან გამყწელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები