მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯივიპიმ" ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

5d95d4ea52a6e
BM.GE
03.10.19 15:00
927
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი დაასრულა.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 1,5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად შეიცვალა და განახლებულ სისტემაზე 9 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღნიშნულ პროექტში 700 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია ხვალ, 4 ოქტომბერს განახორციელებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება. სამუშაო ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას, რის გამოც ხვალ, 4 ოქტომბერს, 23:00 საათიდან 5 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ანდრონიკაშვილის, 13 ასურელის, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge