მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnson & Johnson-ით აცრის დაპაუზება მისი ხმარებიდან ამოღებას არ ნიშნავს - ფაუჩი

6076e90906486
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.21 17:36
627
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის დაპაუზება მისი ხმარებიდან ამოღებას არ ნიშნავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფაუჩის ვარაუდით, ვაქცინა დაპაუზებული მაქსიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება.

ფაუჩი იმ პირების საყურადღებოდ აცხადებს, ვინც Johnson & Johnson-ის ვაქცინის გაკეთება მოასწრო, რომ ყურადღებით იყვნენ ყველა დეტალის მიმართ და საეჭვო შემთხვევებში მკურნალობას ჰეპარინით ნუ ჩაიტარებენ. 

„უმჯობესია, მიმართოთ ექიმებს, რადგან ჰეპარინის გარდა მკურნალობის სხვა მეთოდებიც არსებობს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია“, - განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინით აცრებს დროებით აჩერებს. მიზეზი თრომბის შესაძლო განვითარების გამო გამოჩენილი განსაკუთრებული სიფრთხილეა. შეგახსენებთ, ექვს აცრილ ქალს იმუნიზაციიდან ორი კვირის განმავლობაში, იშვიათი თრომბი განუვითარდა.