მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnson&Johnson-ი ვაქცინას COVAX-ის პლატფორმას 2021 წლის ბოლოდან მიაწვდის

60a7cf1d52b44
ნათია თაქთაქიშვილი
21.05.21 21:00
678
ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომლის ერთი დოზაც საკმარისია ასაცრელად, COVAX-ის პლატფორმას 2021 წლის ბოლოდან მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, პლატფორმისთვის მხოლოდ მიმდინარე წელს, დაახლოებით 200 მილიონი დოზის მიწოდება იგეგმება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მომავალი წლის დასაწყისიდან გახდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ COVAX-ის პლატფორმის მისიას, მოხარულები ვართ, რომ პლატფორმას 200 მილიონ დოზა ვაქცინას მიმდინარე წლის ბოლოს მივაწვდით, ხოლო დამატებით 300 მილიონ დოზას - 2022 წელს“, - განაცხადა პოლ სტოფელსმა, Johnson & Johnson-ის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა.