17.ოქტომბერი .2019 21:53

კალაძე ანაკლიის პროექტზე: მამუკამ და ბადრიმ ვერ მოახერხა, არ ნიშნავს, რომ ის ვერ განხორციელდება

views 527
უკან

"მამუკამ და ბადრიმ რომ ვერ მოახერხა, არ ნიშნავს იმას რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

„მათ ხომ ჰქონდათ ვალდებულებები შესასრულებელი, რატომ ვერ მოიტანეს კაპიტალი და ვერ მოიძიეს ინვესტიციები, ჩვენ კიდევ მივეცით მათ შანსი და შესაძლებლობები... მინისტრმა თუ არ ვცდები, ისაუბრა ამის შესახებ, რომ ახალ წლამდე დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა მოიძინ კაპიტალი და ინვესტიციები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საუკუნის პროექტი. პროექტი რომ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ამაზე ყველა ვთანხმდებით, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს... ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, შესამაბისად, მამუკამ და ბადრიმ ვერ მოახერხა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ე პროექტი არ უნდა განხორციელდეს ან ვერ განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა კონსორციუმს აძლევს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებთან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.