მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის მიზნით, დღემდე 71 ბინა შევიძინეთ - კალაძე

64a3cb2f8f234
BM.GE
04.07.23 11:35
381
საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ დღემდე 71 ბინაა შეძენილი.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი გრძელდება.

„უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დაპირებებს, რა თქმა უნდა, ვასრულებთ. გასულ წელს შევიძინეთ 55-ზე მეტი ბინა. დღეის მდგომარეობით, ჯამში, 71 ბინა გვაქვს შესყიდული და ამდენი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული ადამიანი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული და აღნიშნული პრობლემა მოხსნილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები