მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამპანია ,,გაუფრთხილდი წყალს” - ჯივიპი სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

629dc52b3464f
BM.GE
06.06.22 13:11
635
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს” ფარგლებში თბილისის სკოლების VIII-XI კლასების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს.

კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნებრივი რესურსის მნიშვნელობის შესახებ მოზარდი თაობის ჩართულობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თბილისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობა და გაეცნონ წყლის ხარისხის ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებს. წყლის მოპოვებისა და მომხმარებლამდე მიწოდების სრულ ციკლს, ნედლი წყლის გარემოდან მოპოვებისა და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესს. მოსწავლეები გაეცნობიან როგორ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ჯივიპის ლაბორატორიებში და თავადაც მიიღებენ მონაწილეობას პრაქტიკულ ცდებში.

კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას სასმელი წყლის დაზოგვისა და გაფრთხილების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

ჯივიპის წყალმომარაგების ობიექტებზე და სასწავლო ცენტრში დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

(NS)