06.დეკემბერი .2021 22:00

კანადელი დამქირვებლები შესაძლოა სამუშაო ძალის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ

კანადელი დამქირვებლები შესაძლოა სამუშაო ძალის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ
views 629
უკან

კანადელი დამქირავებლები შესაძლოა არავაქცინირებული თანამშრომლების გამო სამუშაო ძალის ნაკლებობის წინაშე აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ  ვაქცინაციასთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები შემოიღო.

აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ტრუდოს რეგულაციებმა 1,000-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გაუშვა უხელფასო შვებულებაში აუცრელობის გამო და კიდევ ათასობით დაქირავებული დგას ანალოგიური საფრთხის წინაშე თუ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ზომებს დროულად არ მიიღებენ.

გამოცემა წერს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მკაცრი შიდა რეგულაციები აქვთ დაწესებული ავიაინდუსტრიას, პოლიციას, სკოლებს და კანადის ხუთ ყველაზე დიდ ბანკს.

აღსანიშნავია, რომ სავალდებულო ვაქცინაციის გამო, ქვეყანაში ვაკანსიების რაოდენობა ბოლო პერიოდში გაორმაგდა.

„შესაფერისი პერსონალის პოვნა ნელ-ნელა რთულდება. სავალდებულო ვაქცინაცია პოტენციური მუშაკების რაოდენობას კიდევ 20%-ით ამცირებს“, - განაცხადა დენ კელიმ, კანადის დამოუკიდებელი ბიზნესის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ნოემბერში კანადაში 153,700 სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც პანდემიამდე გამოცხადებულ ვაკანსიების რაოდენობას მნიშვნელოვნად აჭარბებს.

გამოცემა წერს, რომ კანადაში ზრდასრული მოსახლეობის 86% სრულად ვაქცინირებულია, მათ შორის 80% 18-იდან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ბოლო მონაცემებით კი კანადაში 15-მდე ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი.