მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნებში ტრამპის გამარჯვება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას შეაფერხებს - კანადის პრემიერი

ტრამპი

“თუ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ძალისხმევას ავნებს - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ტრამპმა, რომელიც კლიმატის ცვლილების მეცნიერულ განმარტებას უარყოფს, გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში $3 მილიარდიან ფონდს, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ნახშირბადის ემისიების შემცირებაში უნდა დახმარებოდა, გააუქმებს. გარდა ამისა, დონალდს ტრამპს ბაიდენის ადმინისტრაცია განახლებად ენერგიებში ინვესტირებისთვის არაერთხელ გაუკრიტიკებია.

ტრიუდოს თქმით, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ გლობალური მობილიზებაა, რაც მნიშვნელოვანია სამომავლოდ ეკონომიკური წინსვლისათვის. იგი ასევე აცხადებს, რომ ტრამპის პრეზიდენტობა შეაჩერებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, რაც გლობალურ პროგრესს კიდევ უფრო შეაფერხებს. მან ასევე დასძინა, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ კანადისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ქმნის.

ბაიდენის ადმინისტრაციის “ინფლაციის შემამცირებელი აქტი” მწვანე ენერგიაზე გადასვლისთვის მსხვილ ინვესტიციებსაც ითვალისწინებს. ამან კანადის ხელისუფლება აიძულა, მილიარდობით დოლარი მსხვილი ავტომწარმოებლების მოსაზიდად გაეღო, რითაც ქვეყანაში ელექტრომობილებისა და მათი ბატარეების წარმოებას გაზრდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები