აშშ-ის სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და $40.52 ტრილიონს გაუტოლდა. შესაბამისი მონაცემები ქვეყნის ხაზინის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში მაჩვენებელი $38 ტრილიონს აჭარბებდა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი $40-ტრილიონიან ნიშნულს გადასცდა. საყურადღებოა, რომ ათ წელზე ნაკლებ დროში ქვეყნის სუვერენული ვალი $20 ტრილიონით არის გაზრდილი.
პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის შეფასებით, სახელმწიფო ხარჯებისა და საგადასახადო პოლიტიკის რეფორმირების გარეშე, აშშ-ის ვალი მომდევნო ექვს წელიწადში შესაძლოა $50 ტრილიონამდე გაიზარდოს.
























