მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტი შეტანილია, პედაგოგების ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს - ცერცვაძე

6155c8a9d68c4
ინგა მურუსიძე
30.09.21 18:28
1010
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში პედაგოგების ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

როგორც ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და განხილვა მიმდინარეობს.

"რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოსო... რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ: პედაგოგებისა და ექიმების სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, თუმცა სავარაუდოდ, ხელისუფლების მხარდაჭერა არ აქვს. მთავრობა ამ დრომდე ამბობს, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, ნებაყოფლობითი იქნება.