პარლამენტის პლენარულ სესიაზე ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას მაუწყებლების განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მაუწყებლობის დაწყება მარტივი ავტორიზაციით სულ რაღაც 10 დღეშია შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი, 116 ტელევიზია და 55 რადიომაუწყებელია.
სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებზეც გაამახვილა ყურადღება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რეკლამისთვის განკუთვნილი თანხები ტრადიციულიდან ციფრულ მედიაში მიედინება, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა. 2021 წელს მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 90,3 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის სარეკლამო შემოსავლები კი 76,3 მილიონი ლარი იყო. 2021 წელს სატელევიზიო კომერციული რეკლამის შემოსავალი - 79,8 მილიონი ლარი, ხოლო, რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი - 7,2 მილიონი ლარი იყო“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურმა ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის ტენდენციებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აბონენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, კერძოდ, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 750 ათასი შეადგინა და ბოლო 5 წლის მონაცემებით, მათი ყოველწლიური საშუალო ზრდა 5%-ს შეადგენს. მისივე თქმით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 77%-ია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი