პროექტი „საახალწლო სოფელი“ წელს პანდემიის გამო ვერ განხორციელდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ვიცით, რა რთული ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში, ვებრძვით პანდემიას. იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ განხორციელდება. ეს შექმნიდა მიზიდულობის ცენტრს, მოვიდოდა ბევრი ადამიანი და დიდი საფრთხე შეიქმნებოდა. ამიტომ, საახალწლო სოფელი წელს ვერ ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.
„ეს პროექტი, დაახლოებით, 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა. ეს თანხა მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში. ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. წინასაახალხლო დღეებში მათ საკვები პროდუქტებით უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ბიზსნესსექტორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ლამაზად მორთული და განათებული ქალაქი მათი დამსახურება იქნება.
ასევე, კახა კალაძემ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფის შესახებაც ისაუბრა და პროცესში ჩართვისა და მხარდაჭერისთვის ბიზნესსექტორს მადლობა გადაუხადა.
„ნახევარი მილიონი ლარი განსაზღვრულია სარეზერვო ფონდიდან და დაწყებული გვაქვს პროდუქტების შეძენა, რომელსაც დავარიგებთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. უკვე ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე, არის სრული მზადყოფნა, რომ მონაწილეობა მიიღონ პროდუქტებით უზრუნველყოფაში. ეს პლატფორმა შექმნილია ყველასთვის და ასევე, მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მოხალისეებს, ვისაც სურვილი გაქვთ, ჩაერთოთ ამ ღონისძიებაში, დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში კონკრეტულ ადამიანებთან, გვაქვს სრული მზადყოფნა: ამაში ჩართული არიან ჩვენი გამგეოების თანამშრომლები და გადამზადდებიან ადამიანები, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც საკუთარი თავი, ასევე, ის კონკრეტული ოჯახები და ადამიანები, სადაც მოგვიწევს მისვლა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესები ყველანაირად დაცული იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი