მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძემ მოადგილეს გასაყიდი ობიექტების მოძიება დაავალა

5eb266cd217d7
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.20 11:30
1180
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება დაავალა.

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, პრივატიზების მიმართულებით აქტივობა ამ დრომდე შეწყვეტილი იყო, ხოლო ახლა იმისთვის, რომ არ შეიქმნას პრობლემები შემოსავლების ნაწილში და დაგეგმილ ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელებს არ შეფერხდეს, საპრივატიზაციოდ რაც შეიძლება მეტი ობიექტი უნდა გამზადდეს.

„მინდა დავავალო თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, რომ მოიძიოს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივები, არამხოლოდ უძრავი ქონება და მატერიალური აქტივი, არამედ ნებისმიერი ტიპის საპრივატიზაციო აქტივი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება და ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და მეორე მხრივ, გაზრდის კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობას.

ჩვენ დღემდე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეწტვეტილი გვქონდა საპრივატიზაციო მიმართულებით აქტივობა - გარკვეული ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების გამოტანა, თუმცა დღეიდან დავიწყებთ ამ მიმართულებითაც მუშაობას და რაც შეიძლება მეტი პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მოხდეს მათი პრივატიზაცია, რომ შემოსავლების ნაწილში, რაც დღეს პრობლემა გვაქვს და ეს ყველაფერზე აისახება შემდგომ - აისახება იმ პროექტებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს, აისახება იმ სოციალურ პროექტებზე ,რომელიც გვაქვს.... შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა, რომ ეს პრობლემა უმოკლეს ვადაში ეფექტურად იქნეს მოგვარებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.