მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კოჟორიძე: "რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს კვლავ ყადაღა ადევს

5e33ffa88e298
ინგა მურუსიძე
31.01.20 14:23
1260
"აქიმიძისა და დვალის სარჩელი წარმოებაშია მიღებული, “რუსთავი 2”-ის 60%-იან წილს ყადაღა ადევს, - ამის შესახებ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.

“ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლოში კვლავ წარმოებაშია მიღებული და “რუსთავი 2”-ის 60%-იან წილს კვლავ ყადაღა ადევს. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. და ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება!

P.S. 2 კვირის წინ სასამართლომ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე განუხილველი დარჩა და ყადაღა გაუქმდა, მაგრამ 2 დღის წინ სარჩელი რომ წამოებაში იქნა მიღებული და ყადაღა ისევ დაედო, სპეციალურად დაველოდე, მაგრამ ამის შესახებ არაფერი თქვა. როგორც ჩანს, სასამართლომ მხოლოდ განუხილველად დატოვება მიიჩნია საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციად“, - წერს კოჟორიძე.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს საქალაქო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ საქალაქო სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი განუხილველად დატოვა.