მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის ახალი მაგისტრალის 3.7-კილომეტრიან მონაკვეთს "ნიუ როუდი" 64 მლნ ლარად ააშენებს

615eea848a4eb
შოთა ტყეშელაშვილი
07.10.21 17:15
5771
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობისთვის 2 ტენდერი გამოაცხადა. პროექტი სულ 3 ლოტს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძე 35.2 კილომეტრია. პროექტი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველი ტენდერის საწყისი ღირებულება 74.8 მილიონი ლარი იყო, მეორე ტენდერის კი 575 მილიონი ლარია. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, პირველ ტენდერში პრეტედენტთა შერჩევის პროცესი დასრულებულია და 63.9 მილიონი ლარის წინადადებით მასში შპს New Road-მა გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 23 სექტემბერს გაფორმდა და მან პროექტი არაუმეტეს 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. პროექტი ვაზიანის შემოვლითი გზის მშენებლობას მოიცავს.

რაც შეეხება მეორე - 575 მილიონი ლარის ტენდერს, მასზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა სულ 9 კომპანიამ მიიღო. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამჟამად წინადადებების შერჩევა მიმდინარეობს.