22.თებერვალი .2021 18:17

კახი კახიშვილი: ყაზბეგი ღიაა და გოდერძი დაკეტილი... ლოგიკა სადაა? კოვიდი იქ არ არის?

კახი კახიშვილი: ყაზბეგი ღიაა და გოდერძი დაკეტილი... ლოგიკა სადაა? კოვიდი იქ არ არის?
views 1085
უკან

კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და სთხოვა აეხსნა, რა ლოგიკითაა ყაზბეგის რაიონი გახსნილი, რომელიც არაა ზამთრის კურორტი, ხოლო ზამთრის სხვა კურორტები - არა.

„იქნებ არსებობს სამართლიანი მიზეზები და ჩვენ არ ვიცით? რა ხდება სამთო-სათხილამურო კურორტებთან მიმართებაში. ვფიქრობ, გრადაცია არის უაზრო - მაშინ, როცა ყაზბეგში მუშაობს სასტუმრო, ხოლო ბაკურიანი, გოდერძი, გუდაური და მესტია დაკეტილია, ცოტა არალოგიკურია. გაუგებარია ეს.

ყაზბეგში არ არის კოვიდი? ლოგიკა არ მესმის. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასტუმროები გაიხსნას ამ კურორტებზე, მაგრამ არ ამოქმედდეს საბაგირო, სად არის ლოგიკა? ადამიანები კურორტებზე ჩადიან იმისთვის რომ ისარგებლონ საბაგიროებით, ისრიალონ... მოქალაქეებს კრედიტები აქვთ აღებული, კურორტებზე თოვლია, შევუქმნათ მათ პირობები, რომ ცოტა მაინც ამოისუნთქონ“, - განაცხადა კახიშვილმა და კურორტების გახნის ერთ-ერთ არგუმენტად დათრგუნული მოსახლეობის გახალისება და სპორტული ცხოვრების დაწყება დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა