მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეუძლია საქართველოს, მიაღწიოს თამბაქოს უკვამლო მომავალს?

624c06d1103c9
BM.GE
05.04.22 13:02
1071
ალბათ, ყოველდღიურად ხშირად ხვდებით მწეველებს - შეიძლება თქვენ თავადაც მოიხმართ თამბაქოს. ალბათ, იმასაც ხშირად ფიქრობთ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მოწევისთვის თავის დანებებაა, თუმცა, მოწევა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად რჩება.

ნიკოტინზე დამოკიდებულებასთან გამკლავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა - ყოველწლიურად მწეველთა დაახლოებით 55% ცდილობს, თავი დაანებოს მოწევას, თუმცა მხოლოდ 8% ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას.

მაშინ, როგორ არის შესაძლებელი თამბაქოს ზიანის შემცირება?

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით, მსოფლიოს 136 ქვეყანაში მოქმედებს თამბაქოს რეგულირების კანონი.

აღნიშნულ ინიციატივას უერთდება საქართველოც. 2018 წლიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე მოქმედებს ევროპის რეგიონში ერთ-ერთი უმკაცრესი რეგულაციები - აკრძალულია სავაჭრო ჯიხურებში თამბაქოთი ვაჭრობა, საზოგადოებრივ სივრცეში და თავშეყრის ადგილებში მოწევა, თამბაქოს პროდუქტების ხილვადობა სავაჭრო ობიექტის როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში. 2021 წლიდან ამოქმედდა ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის კანონპროექტიც. უფრო მეტიც, 2023 წლიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე სადა შეფუთვის მოთხოვნაც ამოქმედდება.

თამბაქოს მოხმარების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმზე მოქმედებს მაღალი აქციზური განაკვეთი, რომლის ოდენობა 2017 წლიდან 60% -ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა არ ახდენს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებსა და ტრადიციულ სიგარეტს შორის დიფერენცირებას, შესაბამისად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე ტრადიციული სიგარეტის მსგავსი რეგულაციები მოქმედებს.

მართალია, საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ევროპის რეგიონში ერთ-ერთი უმკაცრესი რეგულაციები მოქმედებს, თუმცა, ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 2016 წლიდან (31%) 2019 წლამდე (30.7%) უმნიშვნელოდ შემცირდა და დღეს დაახლოებით 800 000-ს უტოლდება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2020 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვით საქართველოში მწეველთა რაოდენობა 28,2%-მდე შემცირდა, თუმცა მედიის მხრიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად, ჯანდაცვის უწება არ ასაჯაროებს კვლევის ოფიციალურ დოკუმენტს. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია კვლევის მეთოდოლოგია და შედეგების დეტალები.

საქართველოსგან განსხვავებით, ოთხი წლის (2016-2020) პერიოდში, ახალ ზელანდიაში 5.2%-ით შემცირდა მწეველთა რაოდენობა, და 18.6%-დან 13.4%-მდე დაეცა.

მსგავსი მაჩვენებელი შეინიშნება დიდ ბრიტანეთშიც, სადაც 2016 წლიდან 2019 წლამდე მწეველთა რაოდენობა 7.6 მილიონიდან 6.9 მილიონამდე შემცირდა.

მართალია, დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიაში თამბაქოს ნაწარმზე შეზღუდვები მოქმედებს, მაგალითად, ახალი ზელანდია კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებას და ქვეყანაში მოქმედებს თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის მოთხოვნა. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, მათ შეძლეს მწეველთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება.

ანუ, საქართველოში მოქმედი თამბაქოს რეგულაცია არასაკმარისად მკაცრია? - არა.

დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიაში, საქართველოსგან განსხვავებით, მწეველთათვის ხელმისაწვდომია თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები: ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო, რომლებიც ამცირებენ მოწევასთან დაკავშირებულ ზიანს, შესაბამისად, მათი შესაძლო სარგებელი მთავრობების მიერ არის აღიარებული.

2018 წლის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებს 3.2 მილიონი ადამიანი მოიხმარდა, მათი 51.6%-მა კი თავი დაანება მოწევას და გადავიდა თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე.

უფრო მეტიც, ახალ ზელანდიაში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების ლეგალიზაცია 2020 წელს მოხდა, შედეგად, ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 13.7%-დან 10.9%-მდე შემცირდა.

შესაძლოა, ეს უკანასკნელი მხოლოდ იღბლიანი დამთხვევაა, თუმცა, ფაქტია, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მნიშვნელობა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების პროცესში დღითიდღე იზრდება. თამბაქოს უკვამლო მომავლის განხორციელების პროცესში კი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელს აღიარებენ გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები - აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტები ადმინისტრაცია და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტო (NHS). თუმცა, ინოვაციების რომელ მხარეს იდგება საქართველო და შეძლებს თუ არა ის, რეალობად აქციოს თამბაქოს უკვამლო მომავალი - ეს მხოლოდ გონივრულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.