მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარება მსოფლიოში: საერთაშორისო გამოცდილება

64427299af771
გიორგი მჟავანაძე
21.04.23 15:05
7295

სტატია დაწერილია თამბაქოს ზიანის შემცირების სტიპენდიის პროგრამის (THRSP) ფარგლებში.

უახლესი სამეცნიერო კვლევები (მიმოხილულია ჩვენს წინა სტატიაში) აჩვენებს, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები შესაძლებლობას აძლევს მწეველებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, შეამცირონ საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ამავდროულად,  სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის სარგებელს და მას საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში იყენებს. შედეგად, ამ ქვეყნებში მწეველთა დიდი ნაწილი უკვე გადავიდა შემცირებული ზიანის პროდუქციის მოხმარებაზე და თავი დაანება მოწევას. ამ სტატიაშია განხილულია რამდენიმე ასეთი ქვეყნის მაგალითი და გაანალიზებულია მიღწეული შედეგები საზოაგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

სნუსის მოხმარება შვედეთში

სნუსი არის თამბაქოსპროდუქტის უკვამლო სახეობა. ის შედგება დაფქული თამბაქოსგან, რომელიც  შეფუთულია მცირე ზომის პაკეტებში. მისი მოხმარება ხდება ტუჩის ქვეშმოთავსებით რა დროსაც სნუსი გამოყოფს ნიკოტინს.

სნუსი ძირითადად სკანდინავიურ ქვეყნებში (განსაკუთრებით მამაკაცებში) არის პოპულარული. მსოფლიოში სნუსის მოხმარებით ლიდერობს შვედეთი. აქ სნუსიტრადიციული სიგარეტის მოწევის პოპულარულ ალტერნატივადჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში იქცა. შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, მამაკაცებში სნუსის გამოყენება გაიზარდა 17%-დან 1981 წელს 23%-მდე 2021 წელს. სნუსის პოპულარობის ზრდის პარალელურად კი სიგარეტის ყოველდღიური მწეველთა წილი ზრდასრულ შვედ მამაკაცებში იმავე პერიოდში შემცირდა 36%-დან 11%-მდე.

აღსანიშნავია, რომ OECD-ის მონაცემების მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებს შორის სიგარეტის მოწევის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შვედეთში ფიქსირდება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ სნუსის მნიშვნელოვნად ეხმარება მწეველებს შეწყვიტონ სიგარეტის მოწევა.



წყარო: OECD Health Statistics 2022

შვედმამაკაცებშისიგარეტის მოწევის შემცირებადა მისი ჩანაცვლება სნუსის მოხმარებით მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებზე. 2019 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შვედეთში სნუსის პოპულარობის ზრდამ გამოიწვია მოწევასთან დაკავშირებული კიბოს (მათ შორის ფილტვისდა პანკრეასისკიბოს) შემთხვევების შემცირება მამაკაცებში. შვედ მამაკაცებში მოწევასთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების შემცირების თითქმის ნახევარი აიხნსება სნუსის გამოყენებით.

2019 წლის კიდევ ერთმა კვლევამ შეადარა სიკვდილიანობის მაჩვენებლები შვედეთში და ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს მოხმარების (ტრადიციული სიგარეტის მოწევა და თამბაქოს სხვა პროდქუციის მოხმარება) მსგავსი მაჩვენებლები ფიქსირდება. აღმოჩნდა, რომ შვედ მამაკაცებში სნუსის მოხმარების (რომელმაც ჩაანაცვლა სიგარეტის მოწევა) გამო მოწევასთან დაკავშირებულიმიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა 50%-ით ნაკლებია ვიდრე  ევროპულ ქვეყნებში.



წყარო: ECIS - European Cancer Information System 2020

შვედეთში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მაჩვენებლების შედარებისას ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან სნუსის სარგებელი კიდევ უფრო აშკარა ხდება. OECD-ის მონაცემების მიხედვით შვედეთს აქვსმამაკაცებში ფილტვის კიბოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი: 2020 წელს შვედეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 45შემთხვევა  100,000კაცზე, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელიკი იყო 97შემთხვევა 100,000 კაცზე.

აღსანიშნავია რომ შვედეთი ქვეყნების  იმ იშვიათ სიაში შედის სადაც ფილტვის კიბოს შემთხვევები  თითქმის თანაბარია კაცებში და ქალებში. ეს შეიძლება იმით აიხსნებოდეს, რომ კაცების და ქალების მოწევის მაჩვენებელი თითქმის ერთნაირია (10.2% და 8.7%), ხოლო სნუსის პოპულარობა შვედ ქალებში დაბალია.

შვედეთის მსგავსად სნუსის პოპულარობა სწრაფი ტემპებით გაიზარდა ნორვეგიაშიც. ნორვეგიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით 2011 წლიდან 2021 წლამდე სნუსის ყოველდღიური მომხმარებელთა წილი 9%-დან გაიზარდა 15%-მდე. ამავდროულად,  სიგარეტის ყოველდღიური მწეველთა წილი განახევრდა 16%-დან 8-%მდე.



წყარო: Tobacco, alcohol and other drugs, Statistics Norway

გასახურებელი თამბაქოს პუპულარობის სწრაფი ზრდა იაპონიაში

გასახურებელი თამბაქო არის თამბაქოს ნაწარმის სახეობა, რომელიც წვის ნაცვლადსპეციალურად შექმნილ თამბაქოს ღერს კონკრეტულ ტემპერატურაზე ახურებსდა ისე გამოყოფს ნიკოტინს (კუპრის და მხუთავი აირის გარეშე). ეს პროდუქცია შექმნილია იმისთვის რომ შეამციროს წვის პროცესში წარმოქნილი მავნე ნივთიერებების წარმოქმნა და უფრო უსაფრთხო გზით მიაწოდოს მომხმარებელს ნიკოტინი.

გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი პირველად 2014 წელს გაჩნდა იაპონიაში. მას შემდეგ მათი პოპულარობა იაპონიაში მკვეთრად გაიზარდა: 2015 წელს იაპონიის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 0.2% მოიხმარდა გასახურბელ თამბაქოს, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 11.3%-მდე გაიზარდა და თითქმის უცვლელი დარჩა 2020-2021 წლებში (Odani and Tabuchi, 2022).

იაპონიის ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული კვლევა აჩვენებს, რომ გასახურებელი თამბაქოს ბაზარზე შემოსვლის შემდეგ იაპონელ ზრდასრულებში შეინიშნება სიგარეტის მოწევის გავრცელების მკვეთრი ვარდნა: მწეველთა წილი 20%-დან 2014 წელს დაეცა 13%-მდე 2019 წელს.

დღეს იაპონია გასახურებელი თამბაქოს მოხმარებით ლიდერია მსოფლიოში. ამ პროდუქტის პოპულარობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არი ის რომ იაპონელი მწეველები კარგად არიან ინფორმირებულები შედარებითი რისკების შესახებ. 2019 წელს მოწევის მდგომარეობის გლობალური გამოკითხვა აჩვენებს, რომ იაპონელი მწეველების 58.3% თვლის, რომ გასახურებელი თამბაქო ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლებად მავნეა ჯანმრთელობისთვის. იმავე კვლევამ აჩვენა, რომ ტრადიციული სიგარეტიდან გასახურებელ თამბაქოზე გადასვლის მიზეზებს შორის იაპონელი მამაკაცების 40% ასახელებს გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის ნაკლებ რისკებს (მეორადი კვამლისგან), 38% - საკუთარი ჯამრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას,  37% - ისეთ ადგილებში გასახურებელი თამბაქოს მოხმარებას სადაც მოწევა აკრძალულია.

დაავადებათა გლობალური ტვირთის (GBD) მონაცემებით, 2014-2019 წლებში იაპონიაში  თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. იმავე პერიოდში აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი, პირიქით, გაიზარდა. ეს შედეგები შესაძლოა უკავშირდებოდეს გასახურებელი თამბაქოს მიერ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლებას იაპონელ მწეველებს შორის.


წყარო: Global Burden of Disease Study 2019

ელექტრონული სიგარეტიროგორც მოწევისთვის თავის დანებების საუკეთესო საშუალება დიდ ბრიტანეთში

ელექტრონული სიგარეტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ვეიპი“, არის ბატარეაზე მომუშავე მოწყობილობა, რომელიც სპეციალური სითხის გაცხელების გზით წარმოქნის ორთქლს (აეროზოლს).ელექტრონული სიგარეტის სითხე შეიძლება შეიცავდეს ან არ შეიცავდეს ნიკოტინსდა არომატიზატორებს. თანამედროვე ელექტრონული სიგარეტი პირველად ჩინეთში 2003 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ეს პროდუქტი ტექნოლოგიურად იხვეწებოდა და დღეს ბაზარზე ასობით სხვადასხვა სახეობის მოწყობილობა და სითხე არსებობს.


ელექტრონული სიგარეტის მოხმარების (ვეიპინგის) მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აშშ-ში, დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთში და კანადაში. აქედან მსოფლიოში ერთერთი ყველაზე განსხვავებული პოლიტიკა ელექტრონული სიგარეტის მიმართ აქვს დიდ ბრიტანეთს.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო 2015 წელს ჩატარებულ კვლევაში აღნიშნავს რომ ელექტრონული სიგარეტი არის ტრადიცულ სიგარეტზე 95%-ით ნაკლებად საზიანო. ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობა პირდაპირ მოუწოდებსმწეველებს გადავიდნენელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვისსააგენტოს 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევა ასკვნის, რომ ელექტრონული სიგარეტი საუკეთესო დაამავდროულად, შედარებით უსაფრთხო გზაა მოწევისთვის თავის დანებებისთვის. მოწევისთვის დანებების მცდელობები, რომლებიც ელექტრონული სიგარეტის დახმარებით ხორციელდება, წარმატებით სრულდება 65% შემთხვევაში, ხოლო ელექტრონული სიგარეტის გამოყენების გარეშე ეს მაჩვენებელი 59%-ია. იმავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 2021 წელსმოწევისთვის თავის დანებების დახმარების ცენრების 40%-მა შესთავაზა ელექტრონული სიგარეტი ზოგიერთ ან ყველა მწეველს და დამატებით 15%ამის გაკეთებას აპირებს მომავალში.

2021 წლის სექტემბერში, 15-მა ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერმა (ყველა მათგანი არის ნიკოტინისა და თამბაქოს კვლევის საზოგადოების (SRNT) ყოფილი პრეზიდენტები) გამოაქვეყნეს სტატია, რომელიც მოითხოვს უფრო მეტი ბალანსის დაცვას ვეიპინგის თანმდევი რისკებისა და სარგებელს შორის, ვიდრე ამას მსოფლიოში ქვეყნების უმეტესობა აკეთებს. რისკების (ახალგაზრდებში ვეიპინგის გავრცელება) და სარგებლის (ვეიპინგის როლი ზრდასრულებში მოწევისთვის თავის დანებებაში) გაანალიზების შემდეგ მათ დაასკვნეს, რომ ელექტრონული სიგარეტის პოტენციური სარგებელი ზრდასრული მწეველებისთვის ბევრად მეტ ყურადღებას იმსახურებს და ამას მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ეს ბალანსი დაცულია დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის ეროვნულმა ინსტიტუტის (NICE) 2021 წლის ნოემბერში გამოაქვეყნებულ გზამკვლევში „თამბაქო: მოწევის დაწყების პრევენცია, მოწევისთვის თავის დანებების ხელშეწყობა და დამოკიდებულების მკურნალობა“.NICEაკეთებს ორ რეკომენდაციას თამბაქოს მოხმარების პრევენციისთვის:

  1. გატარებული პოლიტიკა იმ ბავშვებსდა ახალგაზრდებს, რომლებიც არ ეწევიანსიგარეტს, უნდა უმცირებდეს ელექტრონული სიგარეტის გამოყენების სურვილს. ამავდროულად, ექიმები და პოლიტიკის გამტარებლები საკუთარ საუბრებში და მოწოდებებში მკაფიოდ უნდა განასხვავებდნენ ელექტრონულ სიგარეტს სხვა თამბაქოს პროდუქციისგან.
  2. ელექტრონულ სიგარეტეზე მსჯელობისას ნათლად უნდა იყოს განმარტებული თუ რატომ უნდა მოერიდონ არამწეველი ბავშვები და ახალგაზრდები ელექტრონულ სიგარეტს.

ამავდროულად, მოწევის შეწყვეტისთვის, NICE-ი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ნიკოტინის შემცვლელი ელექტრონული სიგარეტი (სხვა არსებულ საშუალებებთან ერთად)  ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ ზრდასრულებისთვის, რომლებიც ცდილობენ შეწყვიტონ მოწევა.

დიდი ბრიტანეთში ელექტრონული სიგარეტის მიმართ არსებულ პოლიტიკის შედეგები უკვე აისახა თამბაქოს პროდუქციის მოხმარებაზე. ბოლო 10 წლის განმავლობაშიმწეველთა წილი შემცირდა 18.8%-დან 13.2%-მდე, როდესაც ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა წილი 1.7%-დან 8.3%-მდე გაიზარდა.



წყარო: Public Health England 2022

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები