საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი გუშინ, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. დეგნანის თქმით, ძალადობა არის მიუღებელი.
"ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას, არ ვიცით თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვიტყვით იმას, რომ ძალადობა არის მიუღებელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ, ასევე შეშფოთებული ვართ, იმ ცნობებით რომ ძალადობას აქვს ადგილი სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიმართ.
გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა და ჩვენ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის რა მნიშვნელოვანია, როცა ქართველები ერთიანდებიან და იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი პოზიტიური ღონისძიება"- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მან აღნიშნა, თავდასხმაში მონაწილეობდნენ ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი. ის მიმართავს კელი დეგნანს, რათა ინციდენტის ამსახველი კადრები გასაჯაროვდეს. თავის მხრივ "ოცნების" დეპუტატებმა მომხდარ ინციდენტს ვატო წერეთლის მხრიდან პროვოკაცია უწოდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო