„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მან აღნიშნა, თავდასხმაში მონაწილეობდნენ ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი.
„ამ ქვეყანაში კი არა, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200 ან 300 სტუმარი. შოკში ვარ, ასეთი რამ, მე არ ვიცი. მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ჩემ მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას, როგორ უსწორდებიან "ქართული ოცნების" დეპუტატები ადამიანს..
ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი, მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ხელი მომიქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი“, - აცხადებს ვატო წერეთელი.
თავად ანრი ოხანაშვილი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს. როგორც მან "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აღნიშნა, პროვოკაცია ვატო წერეთლის მხრიდან დაიწყო.
"უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა. საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე," - განაცხადა ოხანაშვილმა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან დაპირისპირების პროცესში ჩართული იყო ირაკლი ზარქუაც, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ დაპირისპირება ვატო წერეთლის შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა გამოიწვია, რომელიც ანრი ოხანაშვილის მისამართით გააჟღერა.
"ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება.ამ საქციელს და შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის. ხოლო დანარჩენები, ვინც იქ ამბავს შევესწარით, მათ ვაშველებდით! რა თქმა უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ!“,- წერს ირაკლი ზარქუა.
სხვა დეტალები ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. bm.ge ინფორმაციას შსს-სგან ელოდება.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის საელჩომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გამართა, რომელზეც მიწვეული იყო ასობით სტუმარი, მათ შორის პოლიტიკოსებიც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი