მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძეს სამი უხელფასო მრჩეველი ჰყავს

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამი მრჩეველი ჰყავს.

როგორც BMG-ის მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე რჩებიან ანრი ოხანაშვილი და ლევან იზორია.

კერძოდ, სუს-ის ყოფილი უფროსი და ყოფილი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია კი, პრემიერს რჩევებს საჯარო სამსახურში განათლებისა და მეცნიერების სფეროში აძლევს.

პრემიერის მრჩეველი საჯარო სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - ეს პოზიცია გიორგი გრძელიშვილს უკავია. ირაკლი კობახიძის მესამე მრჩეველი, პარალელურად, პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსიც არის.

“სამივე მათგანი არის მრჩეველი ანაზღაურების გარეშე”, - უთხრეს BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის: მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტი ვაკანტურია, რადგან გიორგი ქაჯაიამ თანამდებობა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკის საკითხებში მრჩეველი არ ჰყავს. ეს პოზიცია ბოლოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ლევან დავითაშვილს ეკავა, როცა მინისტრობიდან გადადგა.

შეგახსენებთ: "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები