მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტი ვაკანტურია - ქაჯაიამ თანამდებობა დატოვა

გიორგი ქაჯაია

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მისი მრჩევლის ადგილი „ამ ეტაპზე ვაკანტურია“. როგორც მან კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე დღის წინ თქვა, გიორგი ქაჯაიამ „სხვა სფეროში გადაინაცვლა და ეს თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა“.

მთავრობის ადმინისტრაციაში bm.ge-ს განუმარტეს, რომ ქაჯაიამ პოსტი 2025 წლის 1 დეკემბერს დატოვა. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის. ასევე, ადმინისტრაციის პრესსამსახურს არ უპასუხია კითხვისთვის, რამდენი მრჩეველი ჰყავს ამ ეტაპზე კობახიძეს და ვინ არიან ისინი.

ირაკლი კობახიძემ გიორგი ქაჯაია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად 2024 წლის 13 მარტს დანიშნა. ამ თანამდებობის დაკავებამდე იგი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ 2012-2024 წლებში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს ზურაბ აბაშიძე იკავებდა, რომელიც მოსკოვთან მოლაპარაკებებს ე.წ. „კარასინი-აბაშიძის“ ფორმატში აწარმოებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები