მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კენკრის, მაყვალის და ტყის სხვა რესურსების კომერციალიზაცია ნებართვის გარეშე აიკრძალა

6099335a9fb37
ელენე გოგბერაშვილი
11.05.21 00:00
7478
მთავრობის მიერ დღეს დამტკიცებული „ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, ტყითსარგებლობის ისეთი სახეების, როგორიცაა ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება აიკრძალა.

„მაგალითად პირადი მოხმარებისთვის კენკრის, მაყვალის მოპოვებას არავინ კრძალავს, მაგრამ თუ ამ რესურსების მოპოვება პირობითად კოოპერატივების მხრიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით ხდება, ამას დასჭირდება შესაბამისი ნებართვა“ - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარლო ამირგულაშვილი.

შეგახსენებთ, ტყითსარგებლობის ახალი წესის მიხედვით, 2023 წლიდან მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება და ისინი საშეშე მასალის შეძენას ე.წ „საქმიან ეზოებში“ შეძლებენ, რომელიც მუნიციპალიტეტებში განთავსდება. ამასთან, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლებათ, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და განთავსებას საქმიან ეზოებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები