მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კინოთეატრ "ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები "ჰარი პოტერით" გრძელდება

5e03395e6886c
BM.GE
25.12.19 14:25
799
კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. დიდ ეკრანზე ბავშვებისა და უფროსებისათვის წინასაახალწლოდ საუკეთესო განწყობის შესაქმნელად, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის“ პირველი 3 ნაწილი ბრუდნება.

აფიშა:

· 27 დეკემბერი - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“

28 დეკემბერი - „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი”
· 29 დეკემბერი - „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“

კინოთეატრ „ამირანისა“ და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტი 2020 წელსაც გაგრძელდება. ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ბილეთების შეძენა ონლაინ tkt.ge-ზე შეგიძლიათ.