მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლების ნაცვლად $46.6 მლნ-ით მეტი - 2019 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული $3.3 მლრდ მიიღო

5e1f231f26361
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.20 18:35
1352
2019 წლის განმავლობაში საქართველოს ტურისტული სექტორის მთლიანი შემოსავალი $3,268,600,000 დოლარი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით $46,6 მილიონით ანუ 1.44%-ით მეტია. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ დეკემბერში ტურიზმის შემოსავალი $217.2 მილიონი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით 5.4%-ით მეტია. 

2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აკრძალა. აკრძალვის შედეგად რუსულმა და ქართულმა ავიაკომპანიებმა ათიათასობით ჯავშანი გააუქმეს, თუმცა ამ აკრძალვის მიუხედავად წლიურ ჭრილში საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა 4.8%-ით ანუ 66,801-ით გაიზარდა, შედეგად რუსეთმა ვიზიტორთა სტატისტიკაში აზერბაიჯანის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 

ჯამში, 2019 წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. 

ქვეყნების მიხედვით ტურიზმის სრული სტატისტიკა:

1 აზერბაიჯანი - 1,526,619 ზრდა წინა წელთან 7.2%;
2 რუსეთი - 1,471,558 ზრდა წინა წელთან 4.8%;
3 სომხეთი - 1,365,048 ზრდა წინა წელთან 7.6%;
4 თურქეთი - 1,156,513 ზრდა წინა წელთან 5.3%;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 488,841 ზრდა წინა წელთან 2.6%;
6 უკრაინა - 207,667 ზრდა წინა წელთან 17.3%;
7 ისრაელი - 205,051 ზრდა წინა წელთან 30.7%;
8 ირანი - 141,997 კლება წინა წელთან -51.2%;
9 ყაზახეთი - 103,611 ზრდა წინა წელთან 75.7%;
10 გერმანია - 89,051 ზრდა წინა წელთან 38.1%;
11 პოლონეთი - 88,300 ზრდა წინა წელთან 32.0%;
12 საუდის არაბეთი - 75,155 ზრდა წინა წელთან 44.9%;
13 ბელარუსი - 66,174 ზრდა წინა წელთან 9.8%;
14 ინდოეთი - 54,606 ზრდა წინა წელთან 7.3%;
15 ჩინეთი - 48,071 ზრდა წინა წელთან 50.9%.