მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კლუბები უახლოეს ერთ თვეში თუ არ გაიხსნა, საქართველოში ეს ბიზნესი გაქრება“ – „ხიდი“

617bce4e3a059
მარიამ იზორია
29.10.21 22:10
637
„კლუბები უახლოეს ერთ თვეში თუ არ გაიხსნა, საქართველოში ეს ბიზნესი გაქრება"- ამის შესახებ კლუბი „ხიდის“ წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

მისი თქმით, სექტორი უკვე მეორე წელია გაჩერებულია და საბოლოოდ ეს საქართველოში ამ ინდუსტრიის გაქრობით დასრულდება.

„ზოგადად ამ ინდუსტრიაში რთული ვითარებაა, კონკრეტულად „ხიდს“ ძალიან დიდი ბიზნესსესხი აქვს, ამას გარდა, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დახურულები ვიყავით, ფინანსური ვალდებულებები დაგვემატა. ეს იყო დაზღვევის ხარჯი, დაცვის ხარჯი და ა.შ. თუ უახლოესს ერთ თვეში კლუბები არ გაიხსნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, კულტურული თანამედროვე ბიზნესი საქართველოში გაქრება, ძალიან საწყენია, რადგან თბილისის საკლუბო ცხოვრება 2020 წლამდე ევროპის წამყვანი ქალაქების კლუბურ ცხოვრებას ტოლს არ უდებდა, ახლა კი სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს“, - განმარტავს სოფო ებრალიძე.