მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: იპოთეკური სესხების სუბსიდირების გაგრძელება კონტრპროდუქტიული იქნება

601a71fec2b4e
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.21 14:00
1078
"ეროვნული ბანკი ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას და სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას კონტრპროდუქტიული ეფექტი ექნება, რადგან ეროვნულ ბანკს დამატებით პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს,"- BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამა გაგრძელდება, მაშინ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოუწევდა. 

იპოთეკური სესხების სუბსიდირებით, რომელიც 2020 წელს დასრულდა, სულ 8,443-მა მსესხებელმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 827 მილიონი ლარი იყო. კობა გვენეტაძის თქმით, ამ პროგრამამ გასულ წელს იპოთეკური დაკრედიტების წახალისებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 

"სუბსიდირების პროგრამას ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა და მან გამოაცოცხლა ბაზარი. ამ პროექტის შედეგად, 2020 წლის მეორე ნახევარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი თითქმის სრულად აღდგა და ეს იყო ფაქტორი იმისთვის, რომ სამშენებლო სექტორს თავიდან აერიდებინა მნიშვნელოვანი რყევები ბინების ფასებში.

ბუნებრივია, რომ სუბსიდირების შეწყვეტა იმოქმედებს აქტივობაზე. განსაკუთრებით კი საწყის თვეებში, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ იანვარი ისედაც არაპანდემიურ სიტუაციაშიც სუსტი თვეა. ამასთანავე, იმის გამო, რომ სუბსიდიის პროგრამის დასრულება ხდებოდა საკმაოდ ბევრი გარიგებები დაიდო ახალ წლამდე. ანუ ის გარიგებები, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება თებერვალში ან მარტში დადებულიყო, ამან გადმოინაცვლა 2020 წლის ბოლოში. თუმცა, ჯამში არასუბსიდირებული ბინების გაყიდვის დინამიკა იძლევა იმედს, რომ პანდემიის დარჩენილ ფაზაში უძრავი ქონების ფასების მკვეთრ რყევებს არ უნდა ველოდოთ.

ეროვნული ბანკი ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას და სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას კონტრპოროდუქტიული ეფექტი ექნება, რადგან ეროვნულ ბანკს დამატებით პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს. შესაბმისად, დეველოპერულ სექტორზე გაწეული ხარჯის გადახდა დაეკისრება სხვა არანაკლებ დაზარალებულ სექტორებს. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ეს ავიცილოთ ვფიქრობ, რომ მსგავსი პროგრამის გარეშე გაცილებით პოზიტიური შეიძლება იყოს ფისკალური დისციპლინაც ასევე ეფექტიანობა, იმისთვის, რათა მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება საბაზრო მექანიზმებმა განაპირობონ, მათ შორის ფასების კორექტირების გზითაც. მოგეხსენებათ გარკვეულწილად კორექტირება მოხდა კიდეც,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.