მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის ჯილდო მეორედ გადაეცა

5dadb7614bed9
BM.GE
21.10.19 17:48
837
19 ოქტომბერს, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის Global Finance-ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების 26-ე ცერემონია გაიმართა.

2018 წლის მსგავსად, Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ზედიზედ უკვე მეორედ ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.

მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში პირველად 2018 წელს ჩართო და შარშანდელის მსგავსად, ის A- შეფასებით წელსაც ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. აღნიშნულ კატეგორიაში მოხვდნენ - ევროპის ცენტრალური ბანკის (მარიო დრაგი), ასევე, დიდი ბრიტანეთის (მარკ ქარნი), აშშ-ის (ჟერომ პაუელი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.

Global Finance-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.