მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების სექტორში "ბუშტის" გაჩენის რისკებს ვერ ვხედავთ - გვენეტაძე

63da660324936
გიორგი თოლორდავა
01.02.23 17:22
501
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დოლარში ფასების ზრდის მიუხედავად, უძრავი ქონების სექტორში ე.წ. სპეკულაციური „ბუშტის“ გაჩენის რისკები არ ჩანს, რადგან ფასების ზრდა უმეტესწილად ქონების თვითღირებულების ზრდითაა განპირობებული.

„ფაქტია, რომ უძრავი ქონების ქირა გაზრდილია და ამას თავისი წვლილი შეაქვს ინფლაციაში. თუ ჩვენ შევხედავთ ფასებს თავად სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ ფასები დოლარში გაზრდილია, ვფიქრობ, რომ ეს უმეტესწილად თვითღირებულების ზრდით, კერძოდ, სამშენებლო მასალებისა და სერვისების გაძვირებითაა განპირობებული.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ უძრავი ქონების ღირებულება ლარში მკვეთრად არ არის გაზრდილი, შესაბამისად, „ბუშტის“ რისკებს უძრავი ქონების სექტორში ვერ ვხედავთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები