15.აპრილი .2020 13:13

კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება

კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება
views 788
უკან

კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

"გუშინ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის თაობაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა დედაქალაქის მერიაში, განსაკუთრებით კიკეთში მცხოვრები ადამიანების მხრიდან, რადგან კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი იყო სპეციალური საგუშაგო, სადაც პოლიცია და ჯარია განთავსებული და კიკეთი თბილისის მიღმა რჩებოდა.

ჩვენ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და ეს საგუშაგო გადაიწევს კიკეთში ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ან ისინი, ვინც ყოველდღიურად ადის და ჩამოდის და იქ იმყოფება, ამ მიმართულებით არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა