მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაფანტული სკლეროზის“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს მედიკამენტები და კვლევები 100%-ით დაუფინანსდება" - კალაძე

დაფინანსება

თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, მედიკამენტები და კვლევები 100%-ით დაუფინანსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით უფინანსდებოდათ.

„თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით უფინანსებდა, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს სრულად, 100%-ით“, -განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი მოქალაქის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში, დაახლოებით, 25 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო და თავდაპირველად, ორი სახეობის ძვირად ღირებული მედიკამენტი ფინანსდებოდა. 2022 წელს კი მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა. პროგრამის მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, გელა ჩივიაშვილს“, - აღნიშნა კახა კალაძემ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები