მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა - ვინ იქნება ახალი ხელმძღვანელი?

მარიამ კვერნაძე

ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა - თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებების შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამ დრომდე თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, ირაკლი თავართქილაძე ხელმძღვანელობდა.

„მისი მართვის პირობებში სააგენტომ წარმატებით იმუშავა წლობით გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორისაა საცხოვრებლების დაკანონების პროექტი, ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების საკითხი. პრაქტიკულად, ბოლოშია გასული ორივე პროექტი. ასევე ირაკლის დამსახურებაა, რომ ათეულობით წლობით დაგროვილი პრობლემების გადაჭრა დავიწყეთ, უამრავი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ირაკლი თავართქილაძე მუნიციპალურ სერვისებში გააგრძელებს საქმიანობას და მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, მარიამ კვერნაძე უხელმძღვანელებს.

„მარიამი პროფესიით იურისტია, სამართლის მაგისტრი. მიღებული აქვს დასავლური განათლება. ის აქამდეც მუშაობდა მერიის სხვადასხვა სამსახურში, ბოლო წლებში კი ქონების მართვის სააგენტოში. მისთვის არათუ კარგად ნაცნობია თითოეული ხსენებული პროექტი, არამედ პირადად იყო ჩართული მათ ეფექტიან განხორციელებაში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ქონების მართვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მარიამ კვერნაძე 1991 წელს არის დაბადებული. პროფესიით იურისტია. მას განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ამასთან სწავლობდა ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტსა და ვილნიუსის უნივერსიტეტში.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:

  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო უფროსის მოადგილე/იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსი 2019 წლიდან დღემდე;
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) - მოწვეული ლექტორი 03.2024-დღემდე;
  • ქალაქ სეილემის მერია, ორეგონი, აშშ (ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამა) იურიდიული სამსახურის პრაქტიკანტი 10.2019-11.2019;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია - იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე 01.2017-11.2019;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) - მიწვეული ლექტორი ენერგეტიკის სამართალში 03.2018-დღემდე;
  • საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო - მთავარი იურიდიული მრჩეველი 11.2015-01.2017;
  • შპს „ჯი-თი გრუპი“ - იურისტი 04.2013-09.2014;
  • იურიდიული კომპანია J & T Consulting - იურისტი 04.2013-09.2014;
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი 04.2012- 09.2012;
  • სამედიცინო კლინიკა „მედლაბი“ - იურისტი 09.2011-03.2012.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები