მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „კარფური“ BDO Digital-ის პარტნიორობით პროცესების რობოტიზაციას იწყებს

62aad141be9e8
BM.GE
16.06.22 10:52
520
ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი  "კარფური", BDO Digital-ის პარტნიორობით პროცესების რობოტიზაციას (RPA) იწყებს. კომპანია ინვოისინგის პროცესში BDO Digital-ის გუნდის დახმარებით RPA ტექნოლოგიას დანერგავს. RPA არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომლის მიზანია ადამიანების ნაცვლად რუტინული საქმე პროგრამამ აკეთოს.

პროექტის ფარგლებში კომპანიაში მოხდება ინვოისინგთან დაკავშირებულ რუტინულ პროცესებში  RPA-ს ჩართვა. შედეგად კომპანია შეძლებს, დაზოგოს ადამიანური რესურსი, აირიდოს თავიდან შეცდომები და პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახადოს. ინვოისინგის პროცესის ავტომატიზაციის შემდეგ კარფურს შესაძლებლობა ექნება  BDO-ს დახმარებით კომპანიის სხვა პროცესების დიაგნოსტიკაც ჩაატაროს, რაც ავტომატიზაციის სარგებლის შეფასებასა და რობოტიზაციის პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარება.

RPA ტექნოლოგიის მიმართულებით BDO Digital-ი მსოფლიოში წამყვანი კომპანიების UiPath-ისა და Microsoft-ის  ოფიციალური პარტნიორია. BDO Digital-ი ქართულ ბაზარს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, მათ შორისაა პროცესების ოპტიმიზაცია, ტრანსფორმაცია და რობოტიზაცია.

(R)