მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფოს როლი საწარმოს შემოყვანა და გახსნა არ არის, ეს კერძო სექტორის ამოცანაა" - ლალაზაშვილი

ლალაზაშვილი

"სახელმწიფოს როლი საწარმოს შემოყვანა და გახსნა არ არის, ეს კერძო სექტორის ამოცანაა" , - ასე აფასებს BDO-ს მმართველი პარტნიორი ინვესტორების მოზიდვის პროცესში მთავრობის როლს.

მისი თქმით, ინვესტიციების მოსაზიდად საუკეთესო რეცეპტი, ხელისუფლებისგან თამაშის გამჭვირვალე წესების დამკვიდრებაა.

"ფუნდამენტური თემების მოგვარებაა საჭირო. ჩვენ დიდი გამოწვევაა ადამიანური რესურსი, რომელმაც ინვესტიციების მოსაზიდად დამატებითი პროექტები უნდა შექმნას. სასამართლო, ადმინისტრაციულ ბარიერებია გამოწვევა. ესენია თემები, რომლებზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. მას შეუძლია, ქვეყნის ცნობადობა გაზარდოს, გარემო გააუმჯობესოს, დანარჩენი კერძო სექტორის პრეროგატივაა. დიდად არ მჯერა, რომ სახელმწიფოს შეუძლია, ინვესტორების მოზიდვაში გადამწყვეტი როლის შეასრულოს თუ გარემო არ მოწესრიგდა. ეს [ინვესტიციების მოზიდვა] კერძო სექტორის ამოცანაა, მთავრობის ამოცანა კი თამაშის წესების გამჭვირვალობა, სამართლიანობა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს", - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

2023 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში მილიარდ 594 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022-თან შედარებით, 24%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები