ქართული ჩაის კომპანია „საქართველოს თაიგულის“ დამფუძნებელი ილია ბასილაშვილი ეკონომიკის სამინისტროს წლების განმავლობაში, შევიწროვებასა და საბოტაჟში ადანაშაულებს.
როგორც ილია ბასილაშვილი BM.GE-ისთან საუბრისას ამბობს, ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, როდესაც კომპანია „საქართველოს თაიგულმა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ბენეფიციარი გახდა და მაღალტექნოლოგიური საწარმოს მშენებლობაზე თანადაფინანსება მიიღო.
ამ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელმა ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან 42 ჰა მიწის ფართის გადაცემა მოითხოვა, სადაც მიტოვებული ჩაის პლანტაციები მდებარეობდა და რომლის რეაბილიტაციის შემდეგ საწარმოში ვალდებულებით აღებული მოცულობის ჩაის წარმოებას შეძლებდა.
„2014 წლიდან ვართ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბენეფიციარი, შემდეგი კომპონენტებით 50% - იაფი სესხი, 40% - გრანტი და 10% - საკუთარი სახსრები. პროექტით საკუთარი სახსრებით და იაფი სესხით უნდა აგვეშენებინა ახალი ჩაის ფაბრიკა; ეკონომიკის სამინისტროდან ვითხოვდით 42 ჰექტარ ჩვენ მიერ მოძიებულ და დარეგისტრირებულ, გავერანებულ ჩაის პლანტაციებს - ნორმატიული ფასით; აგრეთვე ვითხოვდით 7 530 კვმ არასასოფლო მიწას ჩაის ფაბრიკის ასაშენებლად. გრანტის თანხით უნდა შეგვეძინა და ჩამოგვეტანა ახალი ტექნოლოგიური ჩაის მანქანები საზღვარგარეთიდან და მოთხოვნილი 42 ჰა ჩაის პლანტაციებში უნდა ჩაგვეტარებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამ ჩაის პლანტაციებიდან მიღებული ჩაის ნედლეულით უნდა გვეწარმოებინა მაღალი ხარისხის ქართული ჩაის პროდუქცია“, - ამბობს ილია ბასილაშვილი.
კომპანიის დამფუძნებელი ყვება, რომ ნაცვლად 42 ჰა ჩაის პლანტაციებისა, მათ ეკონომიკის სამინისტროდან შესთავაზეს მიწების გაიჯარების აუქციონში მონაწილეობა, სადაც განთავსებული იყო ის „გავერანებული“ ჩაის პლანტაციები, რომლებიც თავად მოიძიეს. შედეგად კი, „2015 წლის დეკემბერში იძულებული გავხდით 42 ჰა ჩაის პლანტაციების ნაცვლად ხელი მოგვეწერა ხელშეკრულებებზე 6.4 ჰა (ოთხ ნაკვეთად) გავერანებული ჩაის პლანტაციების იჯარით გადმოცემაზე“, - იხსენებს ბასილაშვილი. „გავაფორმეთ 15-წლიანი ხელშეკრულება კაბალური პირობებით“, - ამბობს ჩაის კომპანიის დამფუძნებელი.
BM.GE-ის კითხვაზე, რატომ დათანხმდნენ ამ პირობებზე, ილია ბასილაშვილი განმარტავს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ.
„2016 წლის 14 მარტს პირობადებული ხელშეკრულებით გადმოგვეცა არა - 7 530 კვმ არასასოფლო მიწა, არამედ - 6 912 კვმ, რამაც უკვე ასაშენებელი ჩაის ფაბრიკის პროექტის გეგმარებაში დიდი პრობლემები შეგვიქმნა, რადგან ჩაის პლანტაცია მოთხოვნილი გვქონდა 42 ჰა და იჯარით გადმოგვეცა მხოლოდ 6.4 ჰა. გვქონდა ვალდებულება გვეწარმოებინა 20 ტონა ჩაი, რაც 6.4 ჰა ჩაის პლანტაციის ექპლოატაციის პირობებში შეუძლებელი იყო. შესაბამისად, უარს ვაცხადებდი ასეთი ხელშეკრულების მიღებაზე, მოვითხოვე მისი შეცვლა, მაგრამ სახელმწიფო ქონების სააგენტოს წარმომადგენელი სალომე მესხია მეუბნება: ,,თქვენ თუ ახლა ხელს არ მოაწერთ, პროექტის დაწყება კიდევ გადაიდება და შეიძლება აღარც მოესწროსო, ეხლა მოაწერეთ და არასასოფლო მიწასაც დაგიმატებთ და სასოფლო მიწასაცო - მთავარია, საქმე დაიძრას და პროექტის განხორციელება დაიწყოთო“. გამოსავალი სხვა არ იყო და ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და პროექტის განხორციელება დავიწყეთ“, - უთხრა BM.GE-ის ილია ბასილაშვილმა.
თუმცა ფერმერის მტკიცებით, პრობლემები ამის არ დასრულებულა. მას შემდეგ, რაც მათ გადაეცათ მიწები იჯარით და დაიწყეს პლანტაციების აღდგენა, რაზეც 10 000 ლარი დახარჯეს, ასევე ააშენეს ჩაის გადამამუშავებელი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომლის ღირებულება 1 მლნ ლარს აღემატებოდა, ილია ბასილაშვილმა გაიგო, რომ მისი მიწის ნაწილი სხვა პირზე იყო გადაფორმებული და მას იმ ნაწილში ჩაის მოყვანა აღარ შეეძლო. ამის შემდეგ ჩაის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქონების ეროვნული სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან დაიწყო გაუთავებელი ბრალდებები ვალდებულებების არშესრულებაზე და საწარმოს დახურვის მოთხოვნები.
მისი ინფორმციით, ერთ-ერთი პროცესი, რომელიც მათ მიერ გადასახდელ უსამართლო ჯარიმას ეხებოდა, კომპანიამ მოიგო.
„20 დეკემბერს განმეორებით, ისევე როგორც მიმდინარე წლის წინა თვეში (12.11.2019) ისევ ფოთის ქონების სააგენტოს მართვიდან გოჩა კანკავა აგზავნის წერილს, სადაც მოითხოვს ჩვენ მიერ აშენებული ფაბრიკის დატოვებას“, - განუცხადა BM.GE-ის ილია ბასილაშვილმა.
Bm.ge აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდება და მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის