მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიაში საგადასახადო მიმართულების სწორი მართვის მნიშვნელობა და Nexia TA-ის მხარდაჭერის შესაძლებლობები

60f12d515d5a8
BM.GE
16.07.21 10:53
2272
მზარდი საგადასახადო ცვლილებებისა და სირთულეების სამყაროში ზედმეტი გადასახადის გადახდის რისკი მატულობს, ხშირია არასწორად მომზადებული და შევსებული საგადასახადო დეკლარაციები, გამოტოვებული საგადასახადო შეღავათები და შესაძლებლობები ტრანზაქციების განხორციელებისას.

საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სწორი რჩევები აუცილებელია იმისათვის, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს საგადასახადო რისკების, ასევე, გადასახადის ოპტიმიზაციის პოტენციალის იდენტიფიცირება და დაგეგმვის წესით მათი მოგვარება. ამისათვის გჭირდებათ კვალიფიციური საგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორი, რომელსაც ენდობით და რომელსაც ესმის თქვენი და თქვენი ბიზნესის.

საზღვარგარეთ საქმიანობას უამრავი საგადასახადო შესაძლებლობა და, ამავდროულად, პოტენციური რისკი მოჰყვება. Nexia TA-ს გლობალური წვდომა საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ საზღვართშორისი რჩევებითა და კონსულტაციებით თითოეული ქვეყნისა თუ სივრცისთვის, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერ კითხვაზე სრულყოფილ პასუხს და, საბოლოო ჯამში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღწევას.

Nexia TA საგადასახადო შესაბამისობის, საგადასახადო დაგეგმვისა და საგადასახადო კონსულტაციების ფართო სპექტრის მომსახურებებს აწარმოებს.

2020 წელს, პანდემიის დაწყების შემდეგ, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერასა და სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებას მოიცავდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Nexia TA-მ სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციასთან არაერთი შეხვედრა ჩაატარა და მათ შეღავათის გამოყენების წესების განსამარტად დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამასთანავე, კომპანიამ პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო სოციალური პასუხიმგებლობის პროექტი Move on Georgia, რომლის ფარგლებშიც არსებულ კლიენტებსა და, ზოგადად, ბიზნესის სექტორს კრიზისის დროს საგადასახადო მიმართულების ეფექტურ მართვაში ტრენინგები ჩაუტარა.

Nexia TA საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ჩართული იყო საგადასახადო ცვლილებების საკანონმდებლო განხილვებში. მან 2020 წ დღგ-ს ცვლილებებთან დაკავშირებული რამდენიმე ასოციაციის შენიშვნა წარადგინა კანონპროექტის ინიციატორებთან და მოახდინა მათი დადებითად გადაწყვეტის მხარდაჭერა.

დღეს კომპანია აქტიურად უწევს მხარდაჭერას თავის კლიენტ კომპანიებს, კლიენტების კმაყოფილების განმაპირობებელია:

1. ხარისხიანი და მაღალპროფესიონალური მომსახურება;
2. მაღალი სანდოობა და მაქსიმალურად კლიენტზე მორგებული სერვისი;
3. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა;
4. სიახლეებზე მომენტალური წვდომა და მათი ანალიზი.

Nexia TA-ს საგადასადახო მიმართულებებია:

• საგადასახადო აუდიტი;
• საგადასახადო კონსალტინგი;
• საგადასახადო დავებში მხარდაჭერა/წარმართვა;
• საგადასახადო რევიზიის პროცესში მხარდაჭერა/წარმართვა;
• სატრანსფერო ფასწარმოქმნა.

(R)