მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, სადაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო - TOP-20

61b1b71579e30
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.21 13:20
1439
საქსტატმა დღეს 2021 წლის 9 თვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში $728.4 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. უშუალოდ მესამე კვარტალში კი ინვესტიციებმა $299 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.4%-ით მეტია. 

წელს ქვეყანაში შემოსულ ინვესტიციებს შორის $613 მილიონი არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ "რეინვესტიციებზე" მოდიოდა. შესაბამისად, რეინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 84% იყო. ასეთივე მაღალი იყო რეინვესტიციები 2020 წელსაც და ის ინვესტიციების ნაკადის 80%-ზე მეტს შეადგენდა. 

BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი თანხა, უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, ეს კომპანიები საქმიანობენ როგორც საფინანსო, ასევე კომუნიკაციების, დამამუშავებელი მრეწველობის, აზარტული თამაშების ენერგეტიკისა და სხვა სექტორებში. თუმცა, ოცეულში წარმოდგენილი კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არიან დაჯგუფებული. 

კომპანიები, სადაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო პირველი ათეული:

 •აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
• შპს მაგთიკომი
• სს ენერგო - პრო ჯორჯია
• შპს ტავ ურბან საქართველო
• შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს მარსი (კრისტალბეთი)
• სს ბიჯეო ჯგუფი
• სს ეპ ჯორჯია მიწოდება (ენერგო პროს შვილობილი)
• შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (ინტერ რაოს შვილობილი)

კომპანიები, სადაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, მეორე ათეული:

• სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
• შპს ჯეოსთილი
• სს დარიალი ენერჯი
• შპს მტკვარი ჰოლდინგი
• შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
• ენმარ ქონსთრაქშენ ბ.ვ.-ს ფილიალი საქართველოში
• შპს SAYALI
• შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი
• შპს მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები