მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიები შეძლებენ აირიდონ გაკოტრების ეტაპი" - მთავრობა ახალ კანონპროექტზე მუშაობს

5e3bae8f2971e
ინგა მურუსიძე
06.02.20 10:08
1437
მთავრობა რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტზე იუსტიციის, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან, ახალ კანონპროექტს, ეს არის რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც დეტალურად იმუშავა იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროებმა. ეს არის ძალზე დიდი შრომის შედეგი და იქნება საერთაშორისო დონეზე წარმატებული კანონპროექტი. ეს მოუტანს დიდ სარგებელს ქართულ ეკონომიკას. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვგრძნობდით, როგორ უჭირდათ კომპანიებს, რომლებიც ხვდებოდნენ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში. ეს არის კანონი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას კომპანიებს, რომ აირიდონ თავიდან გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიების გაჯანსაღება. ეს ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.