მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნალური ხარჯების სუბსიდირება მთავრობის ახალი დადგენილებით დარეგულირდება

61964427a810e
დავით ჯალაღონია
18.11.21 19:09
11572
სოციალურად დაუცველთა კომუნალური ხარჯების ანაზღაურება საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით დარეგულირდება.

კერძოდ, 2022 წლიდან მთავრობასთან უწყებათაშორისო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც ენერგომატარებლებზე ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, ორი კვირის ვადაში მოამზადებს წინადადებებს, მოწყვლადი ჯგუფების განსაზღვრისა და ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. ამავე ჯგუფმა მხარდამჭერი ღონისძიებების ვადა და საჭირო დაფინანსების მოცულობა უნდა განსაზღვროს, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან: ჯანდაცვის, ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ან მოადგილე. მათთან ერთად ამ ჯგუფში შესაძლოა, სემეკის წევრმა და თბილისის მერის მიერ უფლებამოსილმა პირმა იმუშაოს.

“ამ დადგენილების საფუძველზე დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე კომუნალურ გადასახადებთან მიმართებით დაწესებულ შეღავათებზე.

სამუშო ჯგუფი უფლებამოსილია, იმსჯელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული შეღავათებისა და ღონისძიებების ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესში ინტეგრირების თაობაზე და მომართოს საქართველოს მთავრობას სათანადო წინადადებ(ებ)ით”, - წერია მთავრობის დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, კომუნალური ხარჯების დაფარვაში მომავალი წლიდან სახელმწიფო მხოლოდ სოციალურად დაუცველებს დაეხმაროს, პარლამენტში, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააჟღერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები