მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო აჭარაში წარმომადგენელს ეძებს - ხელფასი 2800 ლარია

5e5d1197c653d
ინგა მურუსიძე
02.03.20 18:04
1195
კონკურენციის სააგენტო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმომადგენელს ეძებს. ვაკანსია საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. კომისიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი კანდიდატი კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით მიიღება. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში მიიღებს.

ვაკანსიაზე კანდიდატურის წარდგენის ვადა 2 დღეში დასრულდება.  თანამდებობრივ სარგოდ 2800 ლარია განსაზღვრული.

კონკურენციის სააგენტოს ახალ თანამშრომელს მოეთხოვება სააგენტოში შესული წერილების და სხვა კორესპონდენციის განხილვა, მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის პროექტების მომზადება; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრების/სემინარების/ღონისძიებების ორგანიზება და დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა; სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების (მოკვლევა, მონიტორინგი და ა.შ) ხელშეწყობა, რეგიონულ დონეზე ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების თვალსაზრისით; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

ამასთან, შერჩეულ კანდიდატს, მაგისტრის ხარისხთან ერთად უნდა ჰქონდეს ანალიტიკური აზროვნება; შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა; გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი; მაღალი დონის საპრეზენტაციო უნარები; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; თვითმოტივაციის უნარი და კრეატიულობა.