მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GCCA-მ "ფერის" „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენის ნებართვა მისცა | როგორია კომპანიის გეგმა?

ლაშა იორდანიშვილი

ლაშა იორდანიშვილის კომპანიამ "ფერიმ“ „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილი შეიძინა. აღნიშნული გარიგება კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია.

შედეგად “ფერი” მარნეულის მზის ელექტროსადგურის პროექტის მეწილე გახდა. როგორც BMG-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა უთხრა, მზის სადგურის სიმძლავრე 50 მეგავატი იქნება და მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.

"სააგენტოს მიერ დამუშავებული მონაცემებით დადგინდა, რომ შპს „ფერი“ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენის გზით, ეკონომიკურ აგენტზე მოიპოვებდა იმგვარ უფლებებს, რაც მას შესაბამის ეკონომიკურ აგენტზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა და მაშასადამე, სახეზე იყო კონცენტრაცია. "ფერის“ მიერ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნეს კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, "ფერიმ“ „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილი მიმდინარე წლის ივნისში შეიძინა, სააგენტომ კონცენტრაციაზე ნებართვა კი ოქტომბრის ბოლოს გასცა, ამიტომ კონკურენციის სააგენტომ "ფერი" 17 ათასი ლარით დააჯარიმა.

"სააგენტოს თავმჯდომარის 2026 წლის 18 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე ,,ფერის“ მიერ 25%-იანი წილის შეძენა მიჩნეულ იქნა კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების სააგენტოს მიერ სავალდებულო განხილვის გარეშე განხორციელებულად. შემძენს, როგორც სააგენტოსათვის კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს, დაეკისრა ჯარიმა 17 297 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია დოკუმენტში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიებში წილები ასე ნაწილდება:

  • შპს „ფერის“ 96%-იანი წილის მესაკუთრე იოსებ მჭედლიშვილია; ხოლო 4%-ს ფლობს კახაბერ შევარდნაძე;
  • შპს „ეი ენერჯის“ 50%-იანი წილის მესაკუთრეა თენგიზ წულაია, 8.4%-ს ფლობს სს "ლეტერენ“, 16.6%-ს კი - სს "გრევითი ინვესთმენთს“; კონცენტრაციის განხორციელებამდე წილების 25%-ს ფლობდა შპს „ველაჯიო“, რომლისგანაც წილი „ფერმა“ შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები