მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ კონკურენციის სააგენტოში უკვე 20-ზე მეტი განაცხადი შევიდა. ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააჟღერა.
მისი თქმით, სააგენტო განცხადებებთან დაკავშირებით აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც ბიზნესთან, ისე თავად მომხმარებელთან.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულება კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ფუნქციაა, რომლის აღსრულებაც პირველი ნოემბრიდან დავიწყეთ. დღევანდელი მონაცემებით 20-ზე მეტი განაცხადია შემოსული, საკითხი ეხება როგორც ფიზიკურ ვაჭრობას, ასევე ონლაინ-ვაჭრობის შემთხვევებს. ძირითადი პრეტენზიები ეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარების საკითხებს“, - განაცხადა ლექვინაძემ.
მისი ინფორმაციით, შემთხვევების ნაწილი ეხება ონლაინ შეძენილ პროდუქციას, რომელიც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მოქალაქემ გამოიწერა, ან ფიზიკურად შეძენილ ტექნიკას, რომელიც სახლში მიტანისას არ აღმოჩნდა იმ მახასიათებლების, რაზეც ინფორმაცია მიაწოდეს.
ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, კონკურენციის სააგენტოს განცხადებაზე პასუხის გაცემა მიმართვიდან 1 თვის ვადაში შეუძლია და ასეც იქნება.
ცნობისთვის, 1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო. უწყებას განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. კანონის მოქმედების ფარგლებში ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს დაუდგინდება დარღვევა, პირველ ეტაპზე მას გააფრთხილებენ, გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სოლიდური საჯარიმო სანქცია, ბრუნვის 2% შემოდის. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი