თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეისთვის კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახებისთვის 6 კომპანია საცხოვრებელი სახლების მშენებლობას უკვე ახორციელებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ეტაპობრივად სრულდება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც 2017 წელს ვსაუბრობდით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახებია. 3 000 ადამიანამდეა დარეგისტრირებული, რომელთა მიმართ სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით.
ეს პრობლემა ათეული წლებია ქალაქში არსებობს და ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ ოჯახების ეტაპობრივი დაკმაყოფილება მოხდეს. ინტერესთა გამოხატვა კონკრეტულ მიწებზე ცხადდებოდა და ძალიან ბევრი კომპანია მონაწილეობდა. დღეისთვის 16 გამარჯვებული კომპანია გვყავს, რომელიც მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე არიან. მათგან 6-სს მოპოვებული აქვს სამშენებლო ნებართვა და მშენებლობები მიმდინარეობს; რაც შეეხება 10 კომპანიას, ისინი სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცესს აგრძელებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა და დასძინა, რომ დამატებითი მუნიციპალური ნაკვეთების მოძიებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რათა დანარჩენი დაზარალებულებისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილება მსგავსი მოდელით მოხდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება