მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

5e6497c95526b
BM.GE
08.03.20 11:05
21888

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 99 ქვეყანაში არის დაფიქსირებული. ვირუსით ინფიცირების სულ 106,026 შემთხვევა; გამოჯანმრთელების 59,922 და გარდაცვალების 3,601 შემთხვევა არის დაფიქსირებული. უკანასკნელ დღეებში ინფიცირების შემთხვევები ყველაზე მაღალი ტემპით იტალიაში გაიზარდა, სადაც ამ დრომდე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 233-ს შეადგენს. 

ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების რაოდენობით:

1 ჩინეთი - 80,695 შემთხვევა; 3,097 გარდაცვალება; 55,501 გამოჯანმრთელება;
2 სამხრეთ კორეა - 7,134 შემთხვევა; 50 გარდაცვალება; 135 გამოჯანმრთელება;
3 იტალია - 5,883 შემთხვევა; 233 გარდაცვალება; 589 გამოჯანმრთელება;
4 ირანი - 5,823 შემთხვევა; 145 გარდაცვალება; 1,669 გამოჯანმრთელება;
5 საფრანგეთი - 949 შემთხვევა; 16 გარდაცვალება; 12 გამოჯანმრთელება;
6 გერმანია - 800 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 18 გამოჯანმრთელება;
7 საერთაშორისო წყლები - 696 შემთხვევა; 7 გარდაცვალება; 245 გამოჯანმრთელება;
8 ესპანეთი - 525 შემთხვევა; 10 გარდაცვალება; 30 გამოჯანმრთელება;
9 იაპონია - 461 შემთხვევა; 6 გარდაცვალება; 76 გამოჯანმრთელება;
10 აშშ - 428 შემთხვევა; 19 გარდაცვალება; 8 გამოჯანმრთელება;
11 შვეიცარია - 268 შემთხვევა; 1 გარდაცვალება; 3 გამოჯანმრთელება;
12 დიდი ბრიტანეთი - 209 შემთხვევა; 2 გარდაცვალება; 18 გამოჯანმრთელება;
13 ნიდერლანდები - 188 შემთხვევა; 1 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
14 ბელგია - 169 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 1 გამოჯანმრთელება;
15 შვედეთი - 161 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
16 ნორვეგია - 156 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
17 სინგაპური - 138 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 90 გამოჯანმრთელება;
18 ჰონგ-კონგი - 109 შემთხვევა; 2 გარდაცვალება; 51 გამოჯანმრთელება;
19 მალაიზია - 93 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 23 გამოჯანმრთელება;
20 ბაჰრეინი - 85 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 4 გამოჯანმრთელება;
21 ავსტრია - 81 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
22 ავსტრალია - 74 შემთხვევა; 3 გარდაცვალება; 22 გამოჯანმრთელება;
23 საბერძნეთი - 66 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
24 ქუვეითი - 61 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 1 გამოჯანმრთელება;
25 კანადა - 54 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 8 გამოჯანმრთელება.

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების სულ 13 შემთხვევა არის გამოვლენილი. ინფიცირებულთა უდიდეს ნაწილს ვირუსის სიმპტომები იტალიაში მოგზაურობის შემდეგ გამოუვლინდა.